“საქართველოს სვლა ევროპისკენ დაიწყო იმ წამს, როცა საქართველომ თავი დააღწია საბჭოთა იმპერიას”

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

საქართველოს სვლა ევროპისკენ დაიწყო იმ წამს, როცა საქართველომ თავი დააღწია საბჭოთა იმპერიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-6 საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“საქართველოს სვლა ევროპისკენ დაიწყო იმ წამს, როცა საქართველომ თავი დააღწია საბჭოთა იმპერიას, უბრალოდ ამ გზაზე ჩვენ მოვახერხეთ, რომ შეგვექმნა დაბრკოლებები. არც გეოპოლიტიკური გარემო იყო ხელსაყრელი, რათა ეს პროცესი უფრო სწრაფად, უმტკივნეულოდ და უფრო ეფექტურად დაგვესრულებინა. დღეს ჩვენ გვესმის საზოგადოებაში დასმული კითხვები იმის თაობაზე, მაინც რას მოგვიტანს ევროპა, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და კონკრეტულად რა სარგებელი გვექნება ამ ყველაფრისგან. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი სრულიად ცალსახაა და ეს გამოხატულია ყველა შესაძლო ფორმით და საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ჩვენი დაახლოება ევროპასთან თუ ევროპის ჩამოყვანა საქართველოში არის ბუნებრივი მოთხოვნილება ჩვენი ეროვნული ცნობიერებიდან გამომდინარე და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის არჩევანი, მაინც ძალიან სერიოზული შრომა გვმართებს ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, მოქალაქეებს, , რომ ეს ყველაფერი რეალობად ვაქციოთ და პროცესი მართლაც შეუქცევადი გახდეს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, “სერიოზული შრომა” აუცილებელია იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი პროცესები მხოლოდ იურიდიული დოკუმენტებით ვერ ხდება შეუქცევადი.

“საზოგადოებრივი პროცესები შეუქცევადი ხდება მაშინ, როცა საზოგადოების დონეზე, ჩვენი საერთო, კოლექტიური მენტალიტეტის დონეზე ხდება რაღაც საკითხები გაურდაუვალი. მე ვისურვებდი, რომ დღევანდელ მთავრობას, მომავალ მთავრობებს ყველაფერი გაეკეთებინოს იმისთვის, რომ არც ერთი წუთი აღარ დაეკარგოს ამ მიმართულებით სვლის პროცესში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბზეჟინსკი უკრაინისა და ბალტიისპირეთის სასწრაფო შეიარაღებას ითხოვს
შემდეგი სტატია„თუ პროკურატურას რამის თავი აქვს და საქმე უკვე გამოძიებულია, დადონ გამოძიების შედეგები“