საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა

საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენმა ოკუპირებული ცხინვალიდან საოკუპაციო ზოლი გადმოკვეთა და გორის რაიონის სოფლების გავლით ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.
გორის რაიონის სოფლების, ბუბუტიანთკარის და მერეთის მოსახლეობის ინფორმაციით, რუსულმა ვერტმფრენმა ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოკვეთა საოკუპაციო ზოლი და ახალგორის მიმართულებით გაფრინდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე შსს-ში მოკვლევა უკვე დაწყებულია.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი: სამედიცინო მიმართულება სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის პრიორიტეტია
შემდეგი სტატიაგიორგი კორახაშვილი: რადიო “აფხაზეთის ხმა” გათიშა ანძებიდან ბანალური მიზეზებით