საქართველოს საპატრიარქომ ენუქიძეების მრავალშვილიან ოჯახს სამოთახიანი ბინა აჩუქა

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქომ 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ ენუქიძეების მრავალშვილიან ოჯახს სამოთახიანი ბინა აჩუქა. ოჯახი წყნეთის ხევში ცხოვრობდა და სტიქიის დროს ოჯახის უფროსი დაიღუპა.
საპატრიარქოში ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ვაკის გამგებელი ლაშა აბაშიძე.
როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ განაცხადა, ბოლო დღეებში საქართველოს დიდი მწუხარება ეწვია.
“მე მინდა, გავიხსენო ძველი აღმოსავლური გამოთქმა, “მწუხარებავ, შე საწყისი ხარ სიხარულის, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარების”. მწუხარების დროს, რომელიც ბოლო დღეებში გვეწვია საქართველოს, ჩვენ დავინახეთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდობის ერთსულოვნება. ჩვენი ხალხი არ იშურებს არაფერს იმისთვის, რომ დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს”, – განაცხადა პატრიარქმა.
მისივე თქმით, არის ერთი ცნობილი ოჯახი, ჯულიეტა ხოფერიას ოჯახი, რომლის შვილიც აქ ცხოვრობს. მან საპატრიარქოს საჩუქრად ბინა გადასცა, საპატრიარქომ  კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ბინა დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს გადასცეს.
პატრიარქის განცხადებით, ეს ბინა მდებარეობს ჭავჭავაძის პროსპექტზე და ერთ-ერთი საუკეთესო ბინაა თბილისში.
“მე მოხარული ვარ, რომ  ბავშვები გაიზრდებიან ამ ბინაში და ექნებათ თავშესაფარი. ჩვენა დედებმა ასევე მოამზადეს ხუთი კომპლექტი ლოგინი, ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პირველი უნდა შევიდეს ამ ბინაში თქვენთან ერთად. პირველი ხარჯებისთვის მოგიმზადეთ 1000 ლარის სახარჯო ფული”, –  მიმართა პატრიარქმა ოჯახის წევრებს.
ამის შემდეგ ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს სთხოვა, ოჯახისთვის გასაღები მას გადაეცა, შესაბამისად ირაკლი ღარიბაშვილმა ენუქიძეების ოჯახს გასაღები გადასცა.

banner
წინა სტატიაშირაზე უთხრა უარი პროფესორმა თამარ სანიკიძეს?!
შემდეგი სტატიამსჯავრდებული სტიქიით დაზარალებულ ოჯახს საკუთარ საცხოვრებელ სახლს სთავაზობს