საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ოპატიის მერთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც ოფიციალურ ვიზიტად ხორვატიის რესპუბლიკაში იმყოფება, დღეს, ოპატიის მერს, ივა დუიმიჩს შეხვდა.

როგორც “თაიმერს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართული მხარე დაინტერესდა და შესაბამისად, ინფორმაცია მიიღო ამ ქალაქის ისტორიის, ტურისტული დინამიკის, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, სოციალური, კულტურული და სპორტული პროგრამების შესახებ.

“ხორვატიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ოპატია, როგორც ტურისტული ცენტრი, 170 წლისთავს აღნიშნავს. როგორც მხარეებმა განაცხადეს, მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები, რადგან ეს ხელს შეუწყობს საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობას და ზოგადად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს დელეგაციამ ქალაქ ოპატიის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა”, – ნათქვამია გაცხადებაში.

ივა დუიმიჩთან შეხვედრამდე ქართულმა მხარემ ხორვატიის ეთნოგრაფიული სახლი მოინახულა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, თედო ჯაფარიძე და ლევან ქარდავა შედიან, ვიზიტს ხორვატიაში ხვალ, 25 თებერვალს დაასრულებენ და იქიდან ბულგარეთის რესპუბლიკაში ასევე, ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრებიან.

banner
წინა სტატიაში“ნოვაია გაზეტა” უკრაინაში კრემლის მოქმედების 2014 წელს დაწერილ სცენარს აქვეყნებს
შემდეგი სტატია“შსს რუსულ სანომრე ნიშნიან ავტომანქანებზე სრულ ინფორმაციას ფლობს”