საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანთან, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრამიანთა და საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანთან გამართავს.

16 თებერვალს დავით უსუფაშვილი და გალუსტ საჰაკიანი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ეზოში ნერგის დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები „წიწერნაკაბერდის“ მემორიალურ კომპლექსს მოინახულებენ და მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 17 თებერვალს დაბრუნდება.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი მიმდინარე კვირას არის დაბარებული
შემდეგი სტატიასაქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა