საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთას ნეპალის ორი მოქალაქე ცდილობდა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ნეპალის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1983 წელს დაბადებული კულ ბაჰადური კ. და 1979 წელს დაბადებული აჩიუტ ს. დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N7 სასაზღვრო სექტორის (სულდა) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნეპალის რესპუბლიკის მოქალაქეები სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიაკაკი წერეთლის ძეგლი დაზიანდა
შემდეგი სტატია,, უმჯობესია, პრემიერ-მინისტრმა უპირველესად მის გარემოცვას მისცეს შენიშვნები”