საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

სასაზღვრო პოლიციამ თურქეთი რესპუბლიკის ორი მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ალემ ი. და 1972 წელს დაბადებული ილჰან ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიებამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საქართველოსთვის რიგით მესამე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია
შემდეგი სტატიამერკელი მოლდოვაში უკრაინის სცენარის გამეორებას არ ელის