საქართველოს საზღვრები “სამხრეთ ოსეთის პრეროგატივაა და არა რუსეთის”

“საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების განხილვა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის არ უნდა ხდებოდეს” – განაცხადა მოძრაობა “შენი არჩევანი, ოსეთის” ლიდერმა ალან ჯუსოევმა ზურაბ აბაშიძის და და კარასინის 15 ივლისს დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას, სადაც რუსეთის საკითხებთან პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ცხინვალის რეგიონის მცოცავ საზღვარს განიხილავს. საუბარია ტერიტორიაზე, სადაც ბაქო-სუფსას ნავთობტერმინალი მდებარეობს.
“არსებობს სამხრეთ ოსეთის და რუსეთის ურთიერთობები, ასევე ქართულ-რუსული ურთიერთობები და ეს სხვადასხვა რამეა და თუკი რუსეთის ფედერაციამ აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ჩვენი ურთიერთობები დაახლოებასა და ინტეგრაციაზეა მიმართული, ვფიქრობ, რომ საკითხები მესამე ქვეყნის მიერ განხილვებს არ ექვემდებარება” – განაცხადა ჯუსოევმა.

“რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები სამხრეთ ოსეთის სურვილით იცავენ სამხრეთ ოსეთის საზღვრებს. ისინი წმინდა ტექნიკურ ფუნქციას ასრულებენ. დანარჩენი, რაც შეეხება საზღვრის ამა თუ იმ ადგილზე გადატანას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პრეროგატივაა და არა რუსეთის ფედერაციის. რუსეთის ფედერაცია და კარასინი ამ შეკითხვებზე პასუხისმგებელი პირები არ არიან” – წერს ჯუსეევი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მან ასევე გაკვირვება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ნინო ბურჯანაძე “სამხრეთ ოსეთის პრობლემებს განიხილავს რუსეთის ფედერაციაში ვიზიტისას”.

banner
წინა სტატიაში“არ შეიძლება ადვოკატები ვალდებულებებისგან სრულად გავანთავისუფლოთ,”- მანანა კობახიძე
შემდეგი სტატიაფრთხილად– ბავაშვები ქუჩაში გამოვიდნენ!!!