საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 21 მარტის 13:45სთ–დან 20:00სთ–მდე იკრძალება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაში„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა ჟურნალისტს პროფესიულ დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიაკახეთიდან თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭრები 150-მანქანიანი კოლონით მოემართებიან