საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიელ კოლეგას და ხალხს ეროვნულ დღესასწაულს, რესპუბლიკის დღეს ულოცავს

იტალიის პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ მილოცის წერილში ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო იტალიასთან მეგობრულ ურთიერთობებს აფასებს.

პრემიერი მატეო რენცისთვის გაგზავილ წერილში აღნიშნავს, რომ იტალიის მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მნიშვნელოვანია.

„საქართველო აფასებს მეგობრულ ურთიერთობებს იტალიასთან, ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანასთან. ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე – ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და გადაიზრდება ფართომასშტაბიან პარტნიორობაში ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და იტალიელ ხალხს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ნაციონალური ინტერესების გაუთვალისწინებლად რკინიგზის გახსნის საკითხი ყოვლად მიუღებელია
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრომ ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში ხუთწლიანი მონაწილეობა შეაჯამა