საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს და პარლამენტს თხოვნით მიმართავს

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს და პარლამენტს თხოვნით მიმართავს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს.
როგორც ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უახლოესი პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები, მათ შორის EBRD-ის შეხვედრა თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი და არაერთი ვიზიტი.
“ამ გარემოებების გათვალისწინებით, მინდა, მივმართო თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს – ამ სიტუაციის გათვალისწინებით, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება და უკვე ამ კვირაში, თუ ეს შესაძლებელი გახდება, დასრულდეს შესაბამისი პროცედურები, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად. პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას საქართველოს მთავრობას და პოლიტიკური გუნდი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს. ჩვენ გაქვს ძალიან ამბიციური გეგმა და რეფორმები, რასაც 24-საათიანი მუშაობა, ერთიანი ძალისხმევით გადაწყვეტა სჭირდება. მე მინდა, მივმართო საზოგადოებას და დავარწმუნო, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ხორციელდება ჩვენს გუნდში, ერთ მიზანს ემსახურება – დაჩქარდეს რეფორმები და კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტული პარტია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ახალი მხოლოდ ორი მინისტრი იქნება