საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებითსაქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას თავად წარუდგენს. ღარიბაშვილის თქმით, გუნდი რჩება უცვლელი, გარდა გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრის პოსტებისა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მთავრობაში შეიცვალა 7 მინისტრი, ამის შემდეგ საქართველოს კონსტიტიუციით პარლამენტმა მთავრობას ხელახალი ნდობა უდნა გამოუცხადოს, მე მინდა გითხრათ, რომ სახეზე გავქვს აბსოლუტურად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. ცვლილებები მთავრობაში რა თქმა უდნა არის ბუნებრივი, რადგან ასეთ დინამიურ პროცესში მთავრობა მოვლენათა განვითარების ადეკვატური უნდა იყოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი, ჩვენი ქვეყნის განვითრების ინტერესების გათვალსიწინებით. კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აქვს საერთო პოლიტიკური მიზნები და სწორედ ეს იდეა გვაერთიანებს ჩვენ ყველას ერთად. მე გეტყვით, რომ პარლამენტს მე წარვუდგენ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, ჩვენ გვეყოლება ახალი მინისტრები, მხოლოდ სპორტის და გარემოს დაცვის მინისტრები. ჩემთვის გულდასაწყვეტია ლევან ყიფიანის პოსტიდან წასვლა, ჩვენ ყველა რესურსის გამოვიყენეთ, რომ მომხდარიყო მათი პოზიციების შეჯერება მაგარამ ეს შეუძლებელი აღმონდა, მე ერთი თვის წინ მომართა ლევან ყიფიანმა გადადგომის მოთხოვნით, თუმცა მე მაშინ მისი მოთხოვნა არ დავაკმაყოფილე. მე მას წარმატებებს ვუსურვებ, მისი დაგროვილი გამცოიდლება არის გამოსაყენებელი სპორტის განვითარებისთვის”,-აღნშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტი,კახა კუკავა და ბეჟან გუნავა დააკავეს
შემდეგი სტატიალეიბორისტული პარტია საგანგებო განცხადებას ავრცელებს