საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

არ ვთვლი, რომ აუცილებელია მთავრობის წევრების დასწრება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება "კარასინი-აბაშიძის ფორმატი უკვე ორი წელია არსებობს, საკმაოდ წარმატებული იყო ეს ფორტმატი და ამ ეტაპზე მის გადახედვას ან რაიმე ტიპის ცვლილებას მასში არ ვაპირებთ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ფორმატის ცვლილებაზე საუბრობს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მაია ფანჯიკიძე და აცხადებს, რომ აღნიშნული შეხვედრის ფორმატს მანდატი შეეცვალა და ზურაბ აბაშიძე, დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის როლს ასრულებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში, თუმცა, ყოფილი მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაძლო დათბობა, დათმობის ხარჯზე მიმდინარეობს და ამ დათმობაზე ქართული მხარე მიდის.მინდა გამოვეხმაურო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს ინიციატივას, საქართველოს მთავრობაში გამოიყოს საკონტაქტო პირი ისრაელის ინვესტორებსა და საჭირო უწყებებს შორის კომუნიკაციისთვის.
მინდა ასევე განვაცხადო, რომ ებრაელი ინვესტორების საკითხის შესწავლა უკვე დავავალე ბიზნესომბუდსმენს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე გამოდის ინიციატივით, საქართველოს მთავრობაში გამოიყოს კონკრეტული პირი ისრაელელი ინვესტორებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია იციკ მოშეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  "მსურს გამოვეხმაურო ისრაელელი ინვესტორის - მეირ შავიტისა და მისი კომპანიების გახმაურებულ საქმეს.  ჩემს მიზანს არ წარმოადგენს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში შეჭრა, თუმცა კატეგორიულად ვეწინააღმდეგები კომპანიებში საგამოძიებო სამსახურის რამდენიმეთვიან ყოფნას, რაც ბიზნესზე ზეწოლის განხორციელების მცდელობის ნიშნებს შეიცავს.  ამასთან, მიმაჩნია, რომ ბიზნესისადმი და მით უფრო უცხოელი ინვესტორისადმი, ასეთი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლებისა და პირადად პრემიერ-მინისტრის მიერ ბიზნეს ფორუმებზე არაერთგზის გაცხადებულ პრინციპს, რომ სწორედ ისინი იქნებოდნენ ინვესტორთა დაცვისა და ხელშეწყობის გარანტორი.  ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ინვესტორს ქვეყნიდან წასვლა ვაიძულოთ და იმედი გვქონდეს, რომ მის ადგილს შემდეგ სხვა ინვესტორები დაიკავებენ, მაშინ როდესაც არამხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც პირადი ინვესტიციების დიდ დეფიციტს განიცდიან.  იმ შემთხვევაში, როდესაც კანონი ორგვარად განმარტების შესაძლებლობას იძლევა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ის ბიზნესის სასიკეთოდ იქნეს გამოყენებული, რადგან ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტერესი ერთია და კმაყოფილი ინვესტორი წარმატებულ ეკონომიკას ნიშნავს.  არსებული ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია, საქართველოს მთავრობაში კონკრეტული პიროვნების გამოყოფა, რომელიც ისრაელელი ინვესტორებისთვის, მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, იქნება საკონტაქტო პირი, რომელსაც ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე შეეძლება საჭირო უწყებებს ინვესტორების პრობლემები და ინტერესები გააცნოს. საკონტაქტო პირის დახმარებით ამ უწყებების მხრიდან რეაგირებაც უფრო სწრაფი იქნება, შესაბამისად საკითხი არ გახდება პრესის მხრიდან კრიტიკისა და საზოგადოებრივი განხილვის საგანი.  უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პრაქტიკა უკვე დანერგა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.  ქვეყანაში არსებული დაუსრულებელი გარდამავალი პერიოდები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ინვესტიციების შემოდინებაზე. ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ საქართველოს საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაცია, შევინარჩუნოთ თითოეული ინვესტორი. სწორედ ამით ვაშენებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერ ეკონომიკურ ხიდებს. წლების მანძილზე უზარმაზარი ენერგია ჩავდეთ ამ მიმართულებით, მსგავსი შემთხვევები კი, რომელიც მრავალი კვირის მანძილზე ტრიალებს მედიაში და კონკრეტული უწყებების მხრიდან გამოხმაურებას ვერ ჰპოვებს, უარყოფითად აისახება არსებულ პოტენციალზე და ქვეყანაში უკვე შემოსული ინვესტორების სამომავლო გეგმებზე.  მჯერა, რომ ამ საკითხზე ჩემ მიერ პრემიერ-მინისტრისადმი, ირაკლი ღარიბაშვილისადმი დღეს გაგზავნილი მიმართვა და უკვე აპრობირებული მეთოდის შეთავაზება არ დარჩება რეაგირების გარეშე", - ნათქვამია იციკ მოშეს განცხადებაში.

 

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე გამოდის ინიციატივით, საქართველოს მთავრობაში გამოიყოს კონკრეტული პირი ისრაელელი ინვესტორებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია იციკ მოშეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“მსურს გამოვეხმაურო ისრაელელი ინვესტორის – მეირ შავიტისა და მისი კომპანიების გახმაურებულ საქმეს.
ჩემს მიზანს არ წარმოადგენს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში შეჭრა, თუმცა კატეგორიულად ვეწინააღმდეგები კომპანიებში საგამოძიებო სამსახურის რამდენიმეთვიან ყოფნას, რაც ბიზნესზე ზეწოლის განხორციელების მცდელობის ნიშნებს შეიცავს.
ამასთან, მიმაჩნია, რომ ბიზნესისადმი და მით უფრო უცხოელი ინვესტორისადმი, ასეთი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლებისა და პირადად პრემიერ-მინისტრის მიერ ბიზნეს ფორუმებზე არაერთგზის გაცხადებულ პრინციპს, რომ სწორედ ისინი იქნებოდნენ ინვესტორთა დაცვისა და ხელშეწყობის გარანტორი.
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ინვესტორს ქვეყნიდან წასვლა ვაიძულოთ და იმედი გვქონდეს, რომ მის ადგილს შემდეგ სხვა ინვესტორები დაიკავებენ, მაშინ როდესაც არამხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც პირადი ინვესტიციების დიდ დეფიციტს განიცდიან.
იმ შემთხვევაში, როდესაც კანონი ორგვარად განმარტების შესაძლებლობას იძლევა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ის ბიზნესის სასიკეთოდ იქნეს გამოყენებული, რადგან ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტერესი ერთია და კმაყოფილი ინვესტორი წარმატებულ ეკონომიკას ნიშნავს.
არსებული ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია, საქართველოს მთავრობაში კონკრეტული პიროვნების გამოყოფა, რომელიც ისრაელელი ინვესტორებისთვის, მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, იქნება საკონტაქტო პირი, რომელსაც ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე შეეძლება საჭირო უწყებებს ინვესტორების პრობლემები და ინტერესები გააცნოს. საკონტაქტო პირის დახმარებით ამ უწყებების მხრიდან რეაგირებაც უფრო სწრაფი იქნება, შესაბამისად საკითხი არ გახდება პრესის მხრიდან კრიტიკისა და საზოგადოებრივი განხილვის საგანი.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პრაქტიკა უკვე დანერგა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
ქვეყანაში არსებული დაუსრულებელი გარდამავალი პერიოდები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ინვესტიციების შემოდინებაზე. ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ საქართველოს საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაცია, შევინარჩუნოთ თითოეული ინვესტორი. სწორედ ამით ვაშენებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერ ეკონომიკურ ხიდებს. წლების მანძილზე უზარმაზარი ენერგია ჩავდეთ ამ მიმართულებით, მსგავსი შემთხვევები კი, რომელიც მრავალი კვირის მანძილზე ტრიალებს მედიაში და კონკრეტული უწყებების მხრიდან გამოხმაურებას ვერ ჰპოვებს, უარყოფითად აისახება არსებულ პოტენციალზე და ქვეყანაში უკვე შემოსული ინვესტორების სამომავლო გეგმებზე.
მჯერა, რომ ამ საკითხზე ჩემ მიერ პრემიერ-მინისტრისადმი, ირაკლი ღარიბაშვილისადმი დღეს გაგზავნილი მიმართვა და უკვე აპრობირებული მეთოდის შეთავაზება არ დარჩება რეაგირების გარეშე”, – ნათქვამია იციკ მოშეს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაგებენ თუ არა პასუხს ის ადამიანები, ვინც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იარაღით დაამხო
შემდეგი სტატიანადეჟდა სავჩენკოს დედამ შვილის გათავისუფლების პროცესში დახმარების თხოვნით გერმანიას მიმართა