საქართველოს პრემიერ-მინისტრი წელს მოლდოვას ეწვევა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვალერი სტრელეცისგან მიწვევა დღეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

პრემიერ-მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, რომლის დროსაც, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საჭიროებას. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ოფიციალური გაცვლითი ვიზიტები უახლოეს პერიოდში დაინიშნება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის პატრონაჟით ორგანიზებულ ლიდერთა სამიტს დაესწრო
შემდეგი სტატია,,საქართველო არჩევნის ქვეყანა ხდება”