საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, ტალინში იმყოფება.

ვიზიტის პირველ დღეს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ესტონელ კოლეგასთან, ტაავი რიივასთან. მხარეები გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას მედიისთვის.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ესტონეთის პრეზიდენტს ტომას ჰენრიკ ილვეს და პარლამენტის პრეზიდენტს ეიკი ნესტორს.

ქართული დელეგაციის ვიზიტის დროს, ტალინში “თბილისობა 2015” გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“ეს ნაბიჯი შესძენს ამ ისტერიულ ფონს დამაწყნარებლის ფუნქციას”, – ირაკლი ალასანია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე
შემდეგი სტატიაგაერთიანებული წყალმომარაგებების ყოფილ ხელმძღვანელს მისივე ბუღალტერი უჩივის