საქართველოს პრემიერ-მინისტრი სუპერთასის მატჩს, ესტონელ და რუმინელ კოლეგებთან ერთად დაესწრება

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, თბილისს დღეს ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან.

ტაავი რიივასი და ვიქტორ პონტა, ქართველ კოლეგასთან ერთად, „დინამო არენაზე“ UEFA-ს სუპერთასის მატჩს დაესწრებიან.

მანამდე, საქართველოს მთავრობის მეთაური, ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.

UEFA-ს სუპერთასის მატჩი თბილისში დღეს 22:45 საათზე გაიმართება. „დინამო არენაზე“ ერთმანეთს „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდებიან.

banner
წინა სტატიაშიGoogle-მა შვილობილი კომპანია Alphabet შექმნა
შემდეგი სტატია“რქაწითელსა” და “კახურ მწვანეზე” 35 თეთრი, “საფერავზე” კი, 15 თეთრი სუბსიდია გაიცემა