საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგას სტიქიის ზონა და ზოოპარკის ტერიტორია დაათვალიერებინა

საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგას სტიქიის ზონა და ზოოპარკის ტერიტორია დაათვალიერებინა

საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგას სტიქიის ზონა და ზოოპარკის ტერიტორია დაათვალიერებინასაქართველოს პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგას სტიქიის ზონა და ზოოპარკის ტერიტორია დაათვალიერებინა, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და როსენ პლევნელიევმა ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე სტიქიის შედეგად დაღუპულთა სიმბოლური მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
როგორც ბულგარეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ბულგარეთი მზად არის საქართველოს ამ მძიმე წუთებში დახმარება გაუწიოს.

„ნება მომეცით, მივუსამძიმრო, და გამოვხატო ღრმა მწუხარება და თანადგომა იმ ადამიანთა ოჯახებისადმი, რომლებიც სტიქიის დროს დაიღუპნენ. ამ მძიმე წუთებში, როდესაც სტიქიურ უბედურებას უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ. დაახლოებით ერთი წლის წინ ბულგარეთში გვქონდა მსგავსი ვითარება, როდესაც ძლიერი წყალდიდობის შედეგად დავკარგეთ თორმეტი ადამიანი და ახლა აქ იგივეს ვხედავთ. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც გვჭირდება ხალხთა შორის მეტი სოლიდარობა და ჩვენ, აგრეთვე, როგორც კარგი მეგობრები გავამხნევებთ და დავეხმარებით საქართველოს. მე ამაყი ვარ, რომ ბულგარეთის მთავრობა გეგმავს ფინანსურად და ტექნიკურად დაეხმაროს თქვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი, მთავრობა და ქალაქის მერი ყველაფერს გააკეთებენ ხალხის დასახმარებლად და თქვენი დედაქალაქის ამ მშვენიერი ნაწილის, რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისათვის. ევროკავშირსაც აქვს სპეციალური ინსტრუმენტები მსგავსი განსაცდელის დროს თანადგომისათვის და დარწმუნებული ვარ, ამ რთულ ვითარებაში, არა მხოლოდ ბულგარეთიდან, არამედ ყველა 28 წევრი ქვეყნიდან მიიღებთ დახმარებსა და თანადგომას. კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, და გამოვხატავთ ღრმა მწუხარებასა და თანადგომას ამ სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახების მიმართ“, – განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ ბულგარელმა კოლეგამ საქართველოს პრეზიდენტთან საუბარში ბრძანა, რომ ბულგარეთის მხარე საქართველოს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ტექნიკურადაც დაეხმარება.

“ამ მძიმე დროს, ბულგარელები საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ. საუბარია როგორც მატერიალურ, ისე ტექნიკურ მხარდაჭერაზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად აღმოფხვრილი იქნას ის ზარალი, რომელიც ქვეყანამ განიცადა სტიქიის შედეგად. საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთის პრეზიდენტს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზოოპარკის დირექციაზე საქმე აღიძრა…
შემდეგი სტატიაფალიაშვილზე ვეფხვის არსებობა არ დადასტურდა