საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორიგ მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელდა.
“საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა. განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია: ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები”, -ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში… მოსკოვის მუზეუმში მძევლები აიყვანეს….
შემდეგი სტატია“პოლიტიკურ ოპოზიციას ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა წაადგება ან ლარს, ან ეკონომიკას,” – ნოდარ ხადური