საქართველოს პრეზიდენტმა უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნგრელ კოლეგას იანოშ ადერს სამძიმრის წერილი გაუგზავნა და მწუხარება გამოხატა უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტის არპად გენცის გარდაცვალების გამო.

„თქვენო აღმატებულებავ, ღრმად დამამწუხრა უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტის, მისი აღმატებულების, ბატონი არპად გენცის გარდაცვალების ამბავმა. ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მოგისამძიმროთ და გამოვთქვა ჩვენი ღრმა მწუხარება და გულითადი სიმპათია თქვენს, არპად გენცის ოჯახის წევრებისა და უნგრელი ხალხის მიმართ. მისი აღმატებულება, ბატონი არპად გენცი იყო გამორჩეული ლიდერი, რომელმაც მისი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში ისტორიული როლი შეასრულა. იგი კომუნისტური ეპოქის დროს უდიდეს გამოწვევებს გაუმკლავდა და ათწლეულის განმავლობაში იყო უნგრეთის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი არპად გენცი სამუდამოდ დარჩება უნგრელი ხალხის მეხსიერებაში. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა მწუხარება და თანადგომა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა უნგრეთის საელჩოში პრეზიდენტ არპად გენცის გარდაცვალების გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

banner
წინა სტატიაში“არ უნდა გასცე ის დაპირება, რასაც ვერ შეასრულებ”
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა