საქართველოს პრეზიდენტი – ირაკლი მარგველაშვილიც, გიორგი ღარიბაშვილიც, თქვენს სამსახურში ვართ

ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან

ყველანი – ირაკლი მარგველაშვილიც, გიორგი ღარიბაშვილიც, თქვენს სამსახურში ვართ, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულის მოსახლეობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული
მიულოცა.
ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივ მცხოვრებლებს თანადგომა გამოუცხადა და პირობა დადო, რომ მათ გვერდით არა მხოლოდ დღეს, მთელი წლის განმავლობაში იქნება.
“მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველანი, ირაკლი მარგველაშვილიც, გიორგი ღარიბაშვილიც – ყველანი თქვენ სამსახურში ვართ, იმიტომ რომ გემსახუროთ და ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი, უფრო გამართული, უფრო ბედნიერი საქართველო. თქვენ ძალიან ბევრს აკეთებთ, ძალიან ბევრს შრომობთ, ხართ ძალიან ნიჭიერები და შრომისუნარიანები. იცოდეთ, რომ ამას ყველა ხედავს და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად შეუწყოს ხელი თქვენს კარგად ყოფნას. დღეს არის დღე ახლის დაწყების, ახალი ენერგიის, გაზაფხულის. სიხარულის და იცოდეთ, რომ ამ დღეს და მთელი წლის განმავლობაშიც ვარ თქვენთან ერთად. თქვენთან ერთად ვიბრძვი ბედნიერი საქართველოსთვის. გილოცავთ ბაირამს და ბედნიერი იყავით”, – მიმართა მარგველაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას.
მარნეულის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, რეგიონის გუბერნატორს ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის გვარები აერია და ადგილობრივებს ისინი ირაკლი მარგველაშვილად და გიორგი ღარიბაშვილად წარუდგინა, რასაც პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული რეპლიკა მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს – მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მაბრაზებთ, ყველანი მაინც ძალიან მიყვარხართ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ის, რომ მე და გიორგი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ვართ დღეს თქვენთან, არის საქართველოს ერთიანობის დემონსტრირება