საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდასაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქობულეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ქობულეთში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. შეუძლებელია როგორმე ანუგეშო სამი უნიჭიერესი ბავშვის მშობლები და ახლობლები. ამ ტრაგედიას დღეს სრულიად საქართველო გლოვობს. ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გამთენიისას, ქობულეთში ჰასან ართმელაძის კუთვნილ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რასაც სამი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან სენაკში კრიტიკული დღეები იწყება
შემდეგი სტატია“სასტუმრო “ხასანში” უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო”–სულხან ოქროპირიძე