საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წერილი

werilebiსაქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე რიგის სამიტის წინ ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს ერთობრივი წერილით მიმართავენ.

წერილში, რომელსაც პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივად აწერენ ხელს საუბარია რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდონებზე, “ჩვენ გწერთ, რათა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს ლიდერებისა და ქართველი ხალხის მოლოდინზე და მოგმართავთ იმ ქვეყნების მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რომლებმაც გააკეთეს თავიანთი სუვერენული არჩევანი – მიჰყვნენ ევროინტეგრაციის გზას. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებული იქნება და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით.”- ნათქვამია ერთობლივ წერილში.

წერილში ასევე აღნისნულია ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ფონზე, როდესაც რუსეთი უხეშად არღვევს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამით ეწინააღმდეგება სსუვერენული ერების თავისუფალ არჩევანს.

საქრთველოს ლიდერები მიმართავენ ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს, რომ რიგის სამიტმა უნდა აჩვენოს, რომ ევროკავშირი ერთგულია მისი ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების.

წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს
წერილი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს
წერილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა პრემიერს ცვლის
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: „რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“