საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს საპატრიარქოში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს საპატრიარქოში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს საპატრიარქოში შეხვდა.

ilia

 

საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ქადაგებების დროს გაჟღერებული უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის.
„მინდა მადლობა გითხრათ, იმ უდიდესი ღვაწლისათვის, რაც თქვენ გაქვთ, – ერში და საზოგადოებაში მშვიდობის, შეწყნარების, ერთმანეთის პატივისცემის და სიყვარულის ღირებულებების დამკვიდრებისათვის. დიდი მადლობა იმ უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის, რომელიც მოდის ხოლმე თქვენი ქადაგებების დროს. ამ ბოლო ქადაგებისას თქვენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხშირად ემოციურად ზღვარს გადავდივართ, მიგვანიშნეთ, რომ უნდა ვიპოვოთ სასაუბრო ენა ერთმანეთთან დარბაზებში. დიდი მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკოსი თქვენს სიტყვას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს და მოახდენს მომავალშიც ჩვენს ცხოვრებაზე“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქთან შეხვედრაზე.

olia10ilia5

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილის და დავით უსუფაშვილის შეხვედრა დასრულებულია- რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
შემდეგი სტატიასკანდალი – “ოცნების გმირი” ბედუკაძე