საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას თავდაცვის მინისტრ ანატოლი სალარუს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოლდოვას თავდაცვის მინისტრ ანატოლი სალარუს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა და ანატოლი სალარუმ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროინტეგრაცის მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას, გიორგი მარგველაშვილმა და ანატოლი სალარუმ საქართველო – მოლდოვას ურთიერთობის საკითხებიც განიხილეს და ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

გიორგი მარგველაშვილმა მოლდოვას თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ქუჩებში „ნაციონალური მოძრაობის“ შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოჩნდა
შემდეგი სტატია,,აშკარად ეტყობოდა, ეს არ იყო კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა”