საქართველოს პრეზიდენტი თურქ ხალხს თანადგომას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო.

პრეზიდენტი დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და თურქეთის ხელისუფლებას თანადგომას უცხადებს.
„შეძრწუნებული ვარ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ. ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს“,- აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა, 126 კი დაშავდა.
banner
წინა სტატიაშიანკარის რკინიგზის სადგურზე აფეთქების პირველი ფოტომასალა
შემდეგი სტატიასოციალური ქსელით თურქეთში მომხდარი ტერაქტის ვიდეო მასალა ვრცელდება