საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას ევროპის ოლიმპიური ფესტივალის დაწყებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას ევროპის ოლიმპიური ფესტივალის დაწყებას ”ფეისბუქით” ულოცავს. პრეზიდენტის მისალოცი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
“გილოცავთ “ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალს” დაწყებას! ვუსურვებ წარმატებებს სპორტსმენებს, განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ქართველ ოლიმპიელებს, მნიშვნელოვანი დღეა ქართული სპორტის ისტორიაში!”, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოცში.
“თბილისი 2015” “მიხეილ მესხის სახელობის” სტადიონზე გუშინ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიებას დასწრო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, მინისტრები. საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი არ დასწრებია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მიერ ძებნილი პირი ბულგარეთში დააკავეს
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა