საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა

შესაძლოა, პრეზიდენტი პირველივე სხდომაზე არ გამოცხადდეს

margvelashvili“თქვენ იცით რამდენად პასუხისმგებლიან როლს თამაშობს ქართული სახელმწიფო იმ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ჰქვია გლობალური უსაფრთხოება და სტაბილურობა. არაერთი ქართველი ჯარისკაცი გმირულად მსახურობს ISAF-ის მისიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მათი სამსახური ჩვენთვის ფასდაუდებელია. ამავე დროს მინდა ვთხოვო ექსპრეზიდენტს, დაანებოს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს. არსებობს ბევრი სხვა თემა, რაზეც მას შეუძლია გაამახვილოს ყურადღება და არ ავნოს საქართველოს სტაბილურობას და სახელმწიფოს ინტერესებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების სირიაში წასვლა შეაჩეროს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბარში განაცხადა, რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე არის წასული სირიაში, “ისლამური სახელმწიფოს (ISIS)” რიგებში საბრძოლველად.

banner
წინა სტატიაში598 ბინა დევნილთათვის
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართვას ავრცელებს