საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას

მე ფიცი დავდე არა

margvelaსაქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას. მისი თქმით, რეზიდენციის თემა არა კვადრატულ მეტრებს, არამედ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ის ვალდებულია, იყოს დამოუკიდებელი და მითითებებს არ დაემორჩილოს. 

“ეს თემა არ უკავშირდება კვადრატულ მეტრებს, ეს პოლიტიკური თემაა, სამწუხაროდ, ბატონი ბიძინასთვის მიუღებელია, რომ მე თვითონ ვწყვეტ ჩემს საქმიანობას, არც საქართველოს სჭირდება ის პრეზიდენტი, რომელიც დაემორჩილება და მითითებებით დატოვებს შენობას. 

ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში, არც საქართველოს სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც დაემორჩილება და მითითებისამებრ დატოვებს ერთ შენობას და გადავა მეორე შენობაში. ასევე, ვფიქრობ, ეს საკითხი უკავშირდება ნებისმიერ მოქალაქეს. არ მგონია, რომ მე, როგორც მოქალაქემ უნდა დავთმო ჩემი ღირსება და ვიმოქმედო ასე მითითებით, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ ეს არ გავაკეთო და დავიცვა როგორც ინსტიტუტის ღირსება, ასევე, პრინციპში, ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალი არჩევანი. ასე რომ, ეს არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირების თემა და ამ პოლიტიკურ საკითხში ინტერესი ფაქტობრივად არავის გააჩნია. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მე, როგორც გიორგი მარგველაშვილი და რიგითი მოქალაქე ვიცავ ჩემს ღირსებას, როგორც პრეზიდენტი კი ვალდებულებას ვასრულებ და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას, რითაც, ჩემი აზრით, ვიცავ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის და მათ შორის ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალ არჩევანს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შსს-ს არქივის მიერ გამოცემული ორტომეულის პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიაკოკში ნარმანიას ჭიშკარზე გამოჩნდა წარწერები : ,,სოხუმი ჩემი იერუსალიმი”, მომავალ წელს სოხუმში” (ფოტო)