საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იანს სტოლტენბერგი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იანს სტოლტენბერგი ეწვევა.

ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში საქართველოში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია.

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები განიხილება.

banner
წინა სტატიაშიაშშ–ში თინა ხიდაშელის გამოსვლას ირინა სარიშვილმა ხეპრე ტექსტი უწოდა
შემდეგი სტატიადოკუმენტი, სადაც სტიქიის ზონებია განსაზღვრული, მერიაშია გადაგზავნილი