საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

26 იანვარს ლიტველ კოლეგას ალგირდას ბუტკევიჩიუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

09:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული მოლაპარაკებები.

ირაკლი ღარიბაშვილი და ალგირდას ბუტკევიჩიუსი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში ლიტვის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები.

banner
წინა სტატიაშიზურაბ გამეზარდაშვილი: აღნიშნული დანაშაული ძალიან ძნელად გასახსნელ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება
შემდეგი სტატია„ალია ჰოლდინგის“ ჟურნალისტი დავით კეზერაშვილზე სკანდალურ ინფორმაციას ახმაურებს