“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრის “ბორდერიზაცია” წლის განმავლობაში უფრო ინტენსიური გახდა”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ქართულ კონფლიქტურ რეგიონებზეცაა საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო მთავრობები ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა რჩებიან და მათ მხარს უჭერს ათასობით რუსი სამხედრო და სასაზღვრო დაცვა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დე ფაქტო მთავრობები განაგრძობენ ეთნიკურად ქართველების უფლებების შეზღუდვას, ხმის მიცემის უფლებისა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მხრივ, ასევე, ქონების ფლობის, ბიზნესის დარეგისტრირებისა და გადაადგილების მხრივ.

“ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში შენარჩუნებულია, თუმცა ძალადობა ორივე ტერიტორიაზე გრძელდება. რუსი სასაზღვრო დაცვის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას უზღუდავენ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ადამიანის უფლებების მხრივ და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ მცირე ოფიციალური ინფორმაცია არსებობს იმის გამო, რომ აღნიშნულ რეგიონებში შესვლა შეზღუდულია. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობამ უარი უთხრა ეთნიკურად ქართველების უმრავლესობას 2008 წლის ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთში დაბრუნებაზე. “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” გამოკლებით, დე ფაქტო მთავრობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს სამხრეთ ოსეთის ტერიტრორიაზე ჰუმანიტარული დახმარებისთვის რეგულარული შესვლის უფლებას არ აძლევს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრის “ბორდერიზაცია” წლის განმავლობაში უფრო ინტენსიური გახდა, რაც ქართველ მოსახლეობას ერთმანეთთან აშორებს და მათ ცხოვრებას ართულებს”, – აღნიშნულია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ე.წ. კაბელების საქმე და ირაკლი ალასანიას მინისტრობიდან გადაყენების საკითხიც მოხვდა
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს