საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

****-საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ანგარიშით 20:15 პორტუგალია დაამარცხა. თბილისში, მიხეილ მესხის +სახელობის სტადიონზე საქართველოსა და პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მატჩი გაიმართა.
ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში 57-ე წამზე გახსნეს, ლელოს ავტორი დავით კაჭარავა იყო. საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 20:15 დასრულდა.
“ბორჯღალოსნებმა” “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” პირველ მატჩში გერმანიას სტუმრად ანგარიშით 64:8 აჯობეს.
მორიგ შეხვედრას ქართველი მორაგბეები სტუმრად ესპანეთთან 28 თებერვალს გამართავენ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი სოციალურ ქსელ ” ფეისბუკში’ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუკრაინა ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე