საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 14.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსების განაკვეთი გაზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 14.1 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 31.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო და კერძო სექტორის საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის” – 2003, შესაბამისად.

ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 14.1 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 31.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 90.9 პროცენტია; 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 437.4 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 341.7 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

ამავე მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მილიარდი აშშ დოლარი (13.3 მილიარდი ლარი), რაც მშპ-ს 38.1 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.3 მილიარდი აშშ დოლარი (9.6 მილიარდი ლარი; მშპ-ს 27.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 233.0 მილიონი აშშ დოლარი (524.0 მილიონი ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 837.7 მილიონი აშშ დოლარი (1.9 მილიარდი ლარი; მშპ-ს 5.4 პროცენტი) და 605.5 მილიონი აშშ დოლარი (1.4 მილიარდი ლარი; მშპ-ს 3.9 პროცენტი). კერძო საგარეო ვალმა კი შეადგინა 8.2 მილიარდი აშშ დოლარი (18.5 მილიადრი ლარი; მშპ-ს 52.8 პროცენტი), აქედან, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.8 მილიარდი აშშ დოლარი (6.3 მილიარდი ლარი; მშპ-ს 17.9 პროცენტი), კერძო საწარმოების საგარეო ვალმა – 2.5 მილიარდი აშშ დოლარი (5.7 მილიარდი ლარი; მშპ-ს 16.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.9 მილიარდი აშშ დოლარი (6.5 მილიარდი ლარი; მშპ-ს 18.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 9.1 მილიარდი აშშ დოლარი (20.5 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 58.6 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.4 მილიარდი აშშ დოლარია (7.7 მილიარდი ლარი), რაც მშპ-ს 21.9 პროცენტია.

ბანკის ცნობით, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 1.0 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 3.4 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. 2015 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 233.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 202.5 მილიონი აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა 1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

banner
წინა სტატიაშიკადიროვი 10 000 ჩეჩენთან ერთად სირიაში წასასვლელად მზად არის
შემდეგი სტატია4 მილიონი პრემია, 74 300 ლარის ღირებულების ყავა, ჩაი და ტკბილეული- აუდიტის ანგარიში თბილისის საკრებულოზე