საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემდეგი ოთხი დღის განმავლობაში იწვიმებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემდეგი ოთხი დღის განმავლობაში არამდგრადი, წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, შემდგომი სამი დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონებში დღისა და ღამის საათებში პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და შესაძლებელია იყოს სეტყვა.დასავლეთ საქართველოში დღის მაქისმალური ტემპერატურა 25-30 გრადუსი იქნება, მაღალმთაში 25 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 31-36 გრადუსი. ამასთან, შემდეგი სამი დღის განმავლობაში მაღალმთაში ჰაერის საშუალო ტემპერატურა შემცირდება და 22 გრადუსი იქნება.

banner
წინა სტატიაშიგორის რაიონის სოფელში ამ წუთებში მტაცებელ ცხოველს ეძებენ
შემდეგი სტატიარუსთავში მელია დაიჭირეს, თუმცა ის ზოოპარკს არ ეკუთვნის