საქართველოს მთავრობა ელექტრონული ვიზების შემოღებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა უცხოელი ვიზიტორებისთვის საქართველოში შემოსვლის გამარტივების მიზნით, უახლოეს მომავალში ვიზების ელექტრონულად გაცემის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩოგოვაძემ გასული წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ვიზის ელექტრონულ ფორმას უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისშივე წარმოადგენს.

„უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ვიზის აღების ელექტრონულ ფორმას, რომელიც გაამარტივებს საქართველოში ტურისტებისთვის ვიზის მიღების შესაძლებლობას,“ – განაცხადა ირაკლი ჩოგოვაძემ.

მისი თქმით, გასულ წელს ქვეყანაში უცხოელ ვიზიტორთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა, დაახლოებით 5 მილიონამდე ვიზიტი და ეს მონაცემი 1,9 პროცენტით მაღალია წინა წლის მაჩვენებელზე.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათემურ ქეცბაიას “ნიუკასლ იუნაიტედის” მწვრთნელობა სურს