„საქართველოს კონსტიტუცია არის გაუპატიურებული“

“ევროპელი დემოკრატების” ლიდერის პაატა დავითაიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

„ძალიან ბევრ კონსტიტუციონალისტს ვუსმინე, სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო სამართალს და საკონსტიტუციო სამართალს ვკითხულობ. ძალიან კარგად ვიცი რა წერია კონსტიტუციაში. ცალსახად შემიძლია გითხრათ ის, რასაც ჩემს სტუდენტებს ვეუბნები. საქართველოს კონსტიტუცია არის გაუპატიურებული. მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს. ვისაც როგორ უნდა, ამ გაუპატიურების პროცესში იმ სიამოვნებას იღებს. სტუდენტებს რომ ავუხსნა რა არის სწორი და რა არა, ასე არ ვუდგები. რეალობა კი ისაა, რომ დღეს კონსტიტუციას პატივს არავინ სცემს. უკვე პრინციპული მნიშნელობა აღარ აქვს, ღარიბაშვილი არღვევს კონტიტუციას, თუ არა. ფაქტი ისაა, რომ ეს დოკუმენტი არავის აინტერესებს. წინა პარლამენტის დროს ჰქონდა პრეზიდენტს უფლება, რომ დაენიშნა მინისტრი პარლამენტის კენჭისყრის გარეშე, მაგრამ დღეს ასე აღარაა. პრემიერ-მინისტრმა ფაქტობრივად უგულვებელყო კონსტიტუცია და მთელ საერთაშორისო არენაზე საქართველოში არსებული სიტუაცია არის დაფიქსირებული ისე, როგორც პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა დავითაიამ „პირველ პრესკლუბში“.

banner
წინა სტატიაში„პრემიერს უფლება ექნება ექვსი მინისტრი პარლამენტის ნდობის გარეშე დაამტკიცოს“
შემდეგი სტატიატარიფის კორექტირების მიზნით, თბოელექტროსადგურებმა სემეკ-ს მიმართეს