საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კატარის დელეგაციას მასპინძლობს

kataris delegaciaდღეს, კატარის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს იუსტიციის სამინისტროში იმყოფებოდნენ. როგორც “თაიმერს” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, დელეგაციის წევრებს მინისტრის მოადგილეები გოჩა ლორთქიფანიძე და მიხეილ სარჯველაძე შეხვდნენ, რომლებმაც სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს მიერ საკანონმდებლო და მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმები გააცნეს.

მათივე ცნობით, შეხვედრის შემდეგ მხარეები იუსტიციის სახლს ესტუმრნენ, სადაც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის, სახელმწფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
იუსტიციის სახლის შემდეგ კატარის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროს ესტუმრა. უწყების თანამშრომლებმა სტუმრებს ბიუროს სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს; მიაწოდეს ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონთან, გამარტივებულ წარმოებასთან, გადახდისუუნარობისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე.
ხვალიდან შეხვედრებია დაგეგმილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოებში. გარდა ამისა, დელეგაცია მოინახულებს სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს და ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრს.
კატარის 6-კაციანი დელეგაცია საქართველოში 16 მაისს ჩამოვიდა. დელეგაციის ვიზიტი 22 მაისს დასრულდება.

banner
წინა სტატიაში,,აფხაზეთში საქართველო იწვის!,, – თამაზ ხუბუა
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: თავისუფალი აზრის დევნამ სისტემატური სახე მიიღო