საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თურქ კოლეგას, ისმეთ ილმაზს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც თინა ხიდაშელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს ესწრება.

შეხვედრაზე მინისტრებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. თურქმა კოლეგამ თინა ხიდაშელი თურქეთში დაგეგმილ სამმხრივ მინისტერიალზე მიიწვია. საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრების აღნიშნული შეხვედრა შემოდგომაზე გაიმართება.

ისმეთ ილმაზმა ქართველ კოლეგას ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხში მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მან ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას მწუხარება გამოხატა თბილისში, სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების გამო. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელს ქართველი მაშველების გადამზადებაც შესთავაზა.

banner
წინა სტატიაშინატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს აგვისტოში ეწვევა
შემდეგი სტატიაერევანში 5 ათასკაციანი მიტინგი მიმდინარეობს