“საქართველოს დეოკუპაციის გეგმა საერთაშორისო საზოგადოებაში მუდმივად უნდა იყოს,”- გია ბარამიძე

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

“საქართველოს დეოკუპაციის გეგმა საერთაშორისო საზოგადოებაში მუდმივად უნდა იყოს,” – ეს განცხადება საქართველოს პარალემენტის წევრმა გიორგი ბარამიძემ დანიის, პოლონეთისა და შვედეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

უცხოელ დიპლომატებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ამ წუთებში ხვდებიან.

“ეს არის ძალიან მნიშნველოვანი სამი ქვეყანა საქართველოსთვის. ეს ქვეყნები არიან, როგორც ევროკავშირის ასევე ნატოს წევრი ქვეყნები. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ დღის წესრიგიდან არ ჩამოიწიოს საქართველოს ოკუპაციის თემამ. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დეოკუპაციის თემაზე მუდმივად მუშაობდნენ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები,” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გააკეთა გიგი წერეთელმაც.

“ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენ უნდა გავუსვათ ხაზი სამომავლო თანამშრომლობას უნდა ვთქვათ თუ რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება და უნდა დავაფიქსიროთ აზრი, რომ ქართველი ხალხის არჩევანი საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი არ შეცვლილა,”- აღნიშნა დეპუტატმა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში,,ხაჯინბა – ნაციონალისი და რუსოფობი არძინბას კლანიდან,,
შემდეგი სტატიადედა ენის ბაღში თბილისის მერს აქციის მონაწილეები დახვდნენ