ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაცია დღეს პეკინს ეწვია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის წარმომადგენლებთან.
ხვალვე, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია “CSR ZHUZHOU ELECTRIC LOCOMOTIVE CO>LTD”-ის ხელმძღვანელებს და ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდება.