“საქართველოს და უკრაინას საერთო ბრძოლა აქვთ”

ცოტა ხნის წინ კიევში ჩასული ქართული დელეგაციის წევრი დავით ბაქრაძე  პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მაიდანი, რომელიც მისი თქმით „ზოგიერთ ქართველ მინისტრსა და პოლიტიკოსს რაღაც ცუდი ჰგონიათ, სინამდვილეში ქვეყნისთვის თავგანწირვის, თავისუფლებისთვისა და უკრაინის ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოა.“

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აღნიშნა, ის ადამიანები, რომლებიც შეეწირნენ უკრაინის თავისუფლებას და ევროპულ მომავალს ასევე იბრძოდნენ და საქართველოს ევროპული მომავლის და საქართველოს თავისუფლებისთვის.

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოს და უკრაინას საერთო ბრძოლა აქვთ თავისუფალი მომავლისთვის, რომელშიც ორივე ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს.

banner
წინა სტატიაში300-მდე ოჯახი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი
შემდეგი სტატიამარიუპოლის მიმართულებით ბრძოლები არ წყდება