საქართველოს დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

14 აპრილს საქართველოს დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მარტინ ლიდეგორდი, გჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრომი ეწვევიან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ ესტუმრება ჩვენს ქვეყანას.
“ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტი საქართველოსადმი სოლიდარობის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა. განსაკუთრებით მაისში დაგეგმილი რიგის სამიტის წინ”, – განაცხადა კერესელიძემ.
მისივე თქმით, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველი კოლეგის გარდა, შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვიზიტის ფარგლებში პოლონელ კოლეგასთან ერთად თამარ ბერუჩაშვილი ხელს მოაწერს მემორანდუმს, რომელიც აფუძნებს თბილისის კონფერენციას – თანამშრომლობის სრულიად ახალ ფორმატს. აღნიშნული გულისხმობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას.

banner
წინა სტატიაშიხარების ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ვატიკანში რომის პაპს შეხვდება