საქართველოს განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმ უარყოფით ასპექტებზე წერს, რაც აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნას ახლავს თან

საქართველოს განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმ უარყოფით ასპექტებზე წერს, რაც აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნას ახლავს თან

საქართველოს განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმ უარყოფით ასპექტებზე წერს, რაც აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნას ახლავს თანაფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნას გააჩნია სამი პრობლემა – ეკონომიკური, პოლიტიკური და გეო-პოლიტიკური.

დავიწყოთ ეკონომიკურით:

ეკონომიკური სარგებლიანობის კუთხით – აფხაზეთის რკინიგზის გახსნა საქართველოსთვის არაფრის მომტანია. ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, უკრაინა და ევროკავშირი. არცერთი ამ გზით, რუსეთის ტერიტორიით, არ ისარგებლებს. თურქეთს გეოგრაფიულად ხელს არ უწყობს. უკრაინას ომი აქვს რუსეთთან და თავის ტვირთს არ გაუშვებს რუსეთის ტერიტორიით და იგივე სიტუაცია აქვს ევროკავშირს, რომელსაც ურჩევნია ზღვით გაუშვას და მიიღოს რეგიონის პროდუქცია.

ანუ სამი ჩვენი მთავარი პარტნიორისთვის ეს რკინიგზა არაფრის მომტანია.

რა მინუსი აქვს მის გახსნას ეკონომიკური თვალსაზრისით: სომხეთის ტვირთი შემოდის ან ბათუმის ან ფოთის მეშვეობით და ორივე ამ პორტს ტვირთები დააკლდება, სავარაუდოდ დააკლდება ასევე აზერბაიჯანის ტვირთები, რომელიც შეიძლება ასევე გაუშვა რკინიგზაზე, საუბარია რუსეთ-აზერბაიჯანის ტვირთბრუნვაზე. ანუ პლიუსი ვნახეთ, რომ არის ნული და მინუსი არის ის, რომ ჩვენ პორტებს აკლდება ტვირთბრუნვა.

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს – დავუშვათ, რომ გაიხსნა აფხაზეთის რკინიგზა. სანამ ტვირთი გაივლის ოკუპირებულ აფხაზეთზე, დეფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება აუცილებლად იტყვის, რომ ტვირთი აფხაზმა მებაჟემ უნდა შეამოწმოსო. ანუ ფსოუს საზღვარზე ტვირთი შემოვა თუ გავა საქართველოდან, მასზე უეჭველი იქნება აფხაზების ბეჭედი. ამ ეტაპზე, უკეთეს შემთხვევაში იქ დადგება შვეიცარული კერძო კომპანია, რომელიც განახორციელებს ტვირთებზე მონიტორინგს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქეთ აფხაზი არ იქნება, ამას ჩვენ ვერ ვარეგულირებთ, იქნება შვეიცარული მხარე და იდგება აფხაზი. როგორც კი აფხაზი ტვირთზე ბეჭედს დაგვირტყამს, პოლიტიკურად ეს ნიშნავს, რომ ხდება აღიარება დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების.

ეხლა რაც შეეხება მესამე ფაქტორს. როგორც კი ეს რკინიგზა გაიხსნება, დაირღვევა ამიერკავკასიაში ძალთა ბალანსი. ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გაზი გვაქვს, რომელიც ომის დროს ძალიან დაგვეხმარა, იქნება უაღრესად განაწყენებული ჩვენზე.

აზერბაიჯანი არის საომარ მდგომარეობაში სომხეთთან. ის, რომ რუსეთს ექნება გაჭრილი დერეფანი სომხეთისთვის იარაღის მიწოდების და რაც მთვარია, საკუთარი გიუმრის ბაზის მომარაგებისთვის, ბუნებრივია არ და ვერ გაახარებს აზერბაიჯანს.

მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ აზერბაიჯანის რესურსები ბევრად აღემატება სომხეთის რესურსს და გიუმრის ბაზა თამაშობს უმნიშვენლოვანეს როლს სომხეთის სასარგებლოდ. როგორც კი გაიხნსება გზა ამ ბაზის გაძლიერებისთვის, 100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენ აზერბაიჯანს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს ვკარგავთ. აზერბაიჯანი ამას ჩათვლის, როგორც ზურგში დანის ჩარტყმას.

რომ შევაჯამოთ, აფხაზეთის რკინიგზის გახსნის შედეგად რას მივიღებთ – ვხედავთ, რომ ეკონომიკურად მოდის მხოლოდ მინუსები, ფულს კარგავს ფოთი და ბათუმი. ეკონომიკურად ვერ ვიგებთ ვერაფერს, უკრაინა, თურქეთი, ევროკავშირი ამ გზას არ გამოიყენებენ, პოლიტიკურად არის საშიშროება, რომ ვაღიარებთ აფხაზეთს და მათ საბაჟოს ბეჭედს და გეოპოლიტიკურად კატარსტროფას მივიღებთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი, რომლის უკანაც დგას თურქეთი, გადავიმტერებთ ორივე ქვეყანას. ისიც გაითვალისწინეთ, რომ აზერბაიჯანს მილიარდები აქვს ჩადებული ყარსის გზის მშენებლობაში, რომელიც აზრს კარგავს და რუსეთს სწორედ ეს უნდა.

მე აღარაფერს ვამბობ იმაზე, ირანში სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, თუ როგორ შეხედავს ამას ყველაფერს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ, ეს კიდევ სხვა თემაა და უფრო ფართო მაშტაბის გეოპოლიტიკურ პრობლემაში გადავდივართ. დღეს ამერიკა ალაგებს ურთიერთობებს ირანთან. როგორც კი რუსეთი გააძლიერებს თავის პოზიციებს გიუმრიში, სიტუაცია დაიძაბება, რათგან რუსეთს ექნება შესაძლებლობა რომ 24 საათში გადაისროლოს 100 ათასიანი სამხედრო კორპუსი ირანის ტერირიტორიაზე გიუმრის ბაზის მეშვეობით, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მას ექნება გახსნილი რკინიგზა აფხაზეთის გავლით…

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: 22 ან 23 მარტს სააკაშვილის დავალებით მოწამლავენ მერაბიშვილს, უგულავას ან ბაჩო ახალაიას
შემდეგი სტატიამე არ ვიცი თქვენ რამდენი მილიონი გაქვთ, მაგრამ უანგაროდ არასდროს არავისთვის არფერი გაგიკეთებიათ-შალვა ნათელაშვილი