“საქართველოს ბანკში” 1$ უკვე 2.38 ლარი ღირს

"საქართველოს ბანკში" 1$ უკვე 2.38 ლარი ღირს“ეროვნულმა ბანკმა” დღეს 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. თუმცა, ლარის კურსის ვარდნას ვერც ამან უშველა და საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2630 შეადგინა–ის შესახებ ინფორმაციას “ეროვნული ბანკი” ავრცელებს.

ოფიციალური კურსის ეს მაჩვენებელი ლარის ისტორიულ მინიმუმზე, როდესაც 2004 წელს 1$ 2.17 ლარი იყო, გაცილებით დაბალია.

ამასთან, ოფიციალური კურსით ლარი გუშინდელთან შედარებით კიდევ 7 თეთრით გაუფასურდა. გუშინ ოფიცილაური კურსი 2.19-ით იყო განსაზღვრული.

კომერციულ ბანკებსა და გადამცვლელ პუნქტებში კი კურსი გაცილებით მაღალია. ყველაზე პრობლემატური კი ის არის, რომ კურსი უკვე ყოველდღიურად კი არა, დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება.

ამ მომენტისთვის “საქართველოს ბანკში” 1$ უკვე 2.38 ლარი ღირს. “თი-ბი-სი” ბანკში – 2.37. ასეთივე ნიშნულზეა სხვა კომერციულ ბანკებშიც.

გადამცვლელ პუნქტებში კი კურსი 2.36-დან იწყება და ზოგან 2.4-ს სცილდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
შემდეგი სტატიაქვეყანაში მძვინვარებს ძალიან მძიმე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი-გოკა გაბაშვილი