ქალაქ ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკზე თავდასხმა მოხდა. როგორც ,,თაიმერს” თვითმხილველებმა აცნობეს ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი მას შემდეგ ამოიღო რაც მას სესხი არ დაუმტკიცეს.
თუმცა ოპერატორმა საგანგაშო სიგნალის ჩართვა მოასწრო.
მოგვიანებით კი გაირკვა რომ ბანკზე თავდამსხმელი სათამაშო იარაღით იყო შეიარაღებული.
ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებულია. როგორც გარიკვა მას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.