“საქართველოს ბანკიდან” დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა

“საქართველოს ბანკიდან” შაბათს, 24 ოქტომბერს, დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას BPN.ge ავრცელებს. “ბიზნესპრესნიუსის” ინფორმაციით, საუბარია სულ მცირე 100 ათასი დოლარის ოდენობის თანხაზე. ერთ-ერთი ვერსიით, თანხა “თავისუფლების მოედანზე” მდებარე ფილიალიდან გაიტანეს და შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოედანზე “რუსთავი 2”-ის კონცერტი მიმდინარეობდა.
როგორც BPN-ს “საქართველოს ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესასმსახურის ხელმძღვანელმა, სოფიო ბალავაძემ განუცხადა, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, ვინაიდან მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
“ინციდენტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ დეტალებს ვერ მოგაწვდით. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ ყოფილა დაყაჩაღება. თუმცა, ინციდენტი თანხასთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა სოფიო ბალავაძემ.
მისივე თქმით, მომხდარი არც ბანკის მუშაობაზე და არც ბანკის მომხმარებელზე არ აისახება.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი: დეკემბრის მინისტერიალზეც და ვარშავის სამიტზეც აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: „ქართული ოცნება“ ამ კადრებს იყენებს იმისათვის, რომ არჩევნების წინ რეალობა შეცვალოს