„საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია“ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის“ განცხადება NDI-ის კვლევის შედეგებთან

„საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია“ NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის“ განცხადება NDI-ის კვლევის შედეგებთან

17 ოქტომბერს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია. გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს, ხოლო რესპოდენტთა 28 % მხარს უჭერს ქვეყნის ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციას.
გვსურს, გამოვეხმაუროთ აღნიშნული კვლევის შედეგებს. „საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია“ მიიჩნევს, რომ ასეთი შედეგი არასახარბიელოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა ქვეყნის სრულფასოვანი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაა და ქვეყანა სულ უფრო მეტად უახლოვდება ერთიან ევროპულ სივრცეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევთ საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებასა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდას ევროინტეგრაციის პროცესში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და პროცესში ჩართულ მხარეებს, გააქტიურონ მუშაობა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად.
აქვე, აღვნიშნავთ, რომ „საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალცია“ აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და მოხდეს მათი ინფორმირება–აღნიშნულია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი: “სირცხვილია რაც მოხდა ზუგდიდში”