“საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, ჰქონდეს გამოუყენებელი შენობები”

საპარლამენტო უმრავლესობა ქუთაისი მთავრობის სახლის გაყიდვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას მხარს უჭერენ.

როგროც “ქართული ოცნების” წევრი ელისო ჩაფიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შენობის გაყიდვით ქვეყანას ეკონომიკური სარგებელი ექნება.

“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეკონომიკური სარგებელი, რომელიც შეიძლება მივიღოთ აღნიშნული შენობიდან, რადგან ეს შენობა არის გამოუყენებელი, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ჰქონდეს ასეთი ტიპის აქტივები და თუკი რომელიმე საინვესტიციო კომპანია დაინტერესდება მისი შეძენით, ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდეს ასეთი ტიპის შემოსავლები”,- განაცხადა ჩაფიძემ.

შეგახსნებთ, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ქუთაისის მთავრობის სახლის შენობაც უნდა გაიყიდოს, რადგან მას ვერაფერში გამოიყენებენ.

“მე არა მხოლოდ მთავრობის სახლის ფუნქციაზე ვფიქრობ, არამედ ვფიქრობ, რა ფუნქცია უნდა მოვუძებნოთ ქუთაისის პარლამენტის შენობას. 350 მილიონი დაიხარჯა პარლამენტის აშენებაში და 80 მილიონი დაჯდა მთავრობის სახლი. ქუთაისს არ აქვს ელემენტარული პირობები – წყალი, კანალიზაცია და ა.შ. ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ გასულ წელს, გვიჯდება 100 მილიონი ევრო რომ მთლიანად იყოს რეაბილიტირებული ქუთაისის წყალმომარაგების სისტემა და კანალიზაცია. ეს იყო უპირველესად გასაკეთებელი მთავრობის მხრიდან და არა – გაუგებარი ულტრათანამედროვე პარლამენტის შენობა და მთავრობის სახლი, მაშინ, როდესაც თბილისში გვაქვს მთავრობის სახლიც და პარლამენტიც, გვაქვს რომლის რემონტი 20-25 მილიონი დაჯდა. რა საჭირო იყო 400 მილიონის გადახდა, რომელიც მთელ ქუთაისს რეალურად შეცვლიდა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშინაციონალურ მოძრაობაში ქუთაისის მთავრობის სახლის გაყიდვის ინიციატივას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ
შემდეგი სტატია“ვფიქრობ, ქუთაისი მთავრობის სახლი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიყიდოს”