საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

19 თებერვალს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ეწვევა.
როგორც ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე აღნიშნულ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო ინტენსიურად ვითარდება თანამშრომლობა მთელი რიგი მიმართულებით, მათ შორის, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო საკითხებში.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. დაგეგმილია შეხვედრები საქრთველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
შეხვედრებისას განხილული იქნება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობათა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და კულტურის სფეროებში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება
შემდეგი სტატიაBBC სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის ფაქტს ეხმაურება