საქართველოსთან ნორმალიზაცია აფხეზეთის აღიარებით უნდა მოხდეს… აცხადებს ხაჯინბას მრჩეველი

1013682677აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის საექსპერტო სამმართველოს უფროსმა ირაკლი ხინტბამ, ნატოს მიერ რუსეთის მისამართი გაკეთებულ განცხადების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოიკიდებლოს აღიარების გაუქმების შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების უკან გამოწვევა შეუძლებელია… მოსწონს ეს ნატოს თუ არა. ალიანსი თუ დაინტერესებულია აფხაზეთსა და საქართველოს შორის სიტუაციის დარეგულირებით , იმის მაგივრად, რომ მხარი დაუჭირონ არ აღიარების პოლიტიკას, უნდა დაგმონ მსგავსი პოლიტიკა. მხოლოდ საქართველოს მიერ აფხაზეთის აღიარება არის გზა ნორმალიზაციისაკენ. ეს არის ნატოს სუსტი მცდელობა რუსეთის ყურადღების მოდუნების და საქართველოს მიმართ, რომელიც ნატოს წევრობის პერსპექტივა არა აქვს, მორალური მხარდაჭერაა. ნატო სამწუხაროდ ისეთ თემებზე ხარჯავს დროს, რომელიც არც მანდატით და არც გეოგრაფიით მის კომპეტენციაში არ შედის. ნატო სხვადასხვა ფორმატების ინტენსიფიცირებითაა დაკავებული საქართველოსთან მიმართებაში, რაც მხოლოდ ძაბავს ურთიერთობას რეგიონში. მთავარი კი ისაა, რომ აფხაზეთი დაცული იქნება ყოველგვარი პროვოკაციისაგან და ავანტიურებისაგან, რასაც რუსეთთან დადებული მოკავშირეობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს, განაცხადა ხინტბამ.

banner
წინა სტატიაში2 დაშავებული და 4 დამტვრეული ავტომანქანა – ავტოკატასტროფა თბილისში
შემდეგი სტატიაპარიზიდნ გაქცეული ტერორისტი ქალი ჯიჰადისტების ვიდეოში გამოჩნდა